BM.GE გთავაზობთ ლევან დავითაშვილის და მარიამ ქვრივიშვილის ქონებრივ დეკლარაციებს.
ლევან დავითაშვილი
ყოფილმა პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასულ 2024 წელს ყურძნის რეალიზაციით 12 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან დავითაშვილს გასულ წელს ქონება არ აქვს შეძენილი, მას ბოლოს 2012 წელს აქვს ნაყიდი 4828 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავის სოფელ შალაურში და მასში გადახდილი აქვს 3500 აშშ დოლარი. დავითაშვილს, დეკლარაციის თანახმად, სხვა უძრავი და მოძრავი ქონება არ აქვს.
რაც შეეხება შემოსავლებს, ეკონომიკის მინისტრს გასული წლის განმავლობაში მინისტრის პოსტზე აღებულ აქვს 80 199 ლარი. მის მეუღლეს, თეა ფარქოსაძეს კი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული აქვს 7500 აშშ დოლარის ოდენობის ნაშთი.
დეკლარაციის შევსებისას, ლევან დავითაშვილს უფიქსირდება სახელფასო ანგარიშზე 13 934,17 ლარი, მომსახურე ანგარიშზე 700 ლარი და ანაბარზე 159,19 ლარი. მის მეუღლეს კი მიმდინარე ანგარიშზე 571,07 ლარი, 3069,13 აშშ დოლარი და 525 ევრო, ასევე sCoolCard-ის ანგარიშზე – 621,13 ლარი.
ამასთან, დავითაშვილის მეუღლეს უფიქსირდება სწავლის გადასახადის სახით 23 764,29 ლარის ოდენობის გასავალი. ცნობისთვის, თეა ფარქოსაძე 2010 წლიდან შპს Intermanagement-ის 100-%-იანი მეწილეა.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებს, მანამდე ის 2017 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ამასთან, 2024 წლის 9 თებერვლიდან ის პირველი ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.
მარიამ ქვრივიშვილი
დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილი ფლობს:
- ბინას თბილისში, პავლე ასლანიდის ქუჩაზე (147 კვ.მ) — შეძენილი 98,000 დოლარად.
- მიწის ნაკვეთს წავკისში (1047 კვ.მ) — შეძენილი 2022 წელს, 139,251 დოლარად.
მის მეუღლეს ეკუთვნის სამი ბინა თბილისში (ორი მათგანი ნიაღვრის ქუჩაზე, ერთი ბახტრიონის ქუჩაზე, საერთო ღირებულება 208,000 დოლარი), და არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც პრივატიზებულია და მის ღირებულებად 0 ლარია მითითებული.
2019 წლის დეკლარაციით, ქვრივიშვილი არ ფლობდა მიწის ნაკვეთი წავკისში – 1047 მ², შეძენილი 2022 წელს, ღირებულება – 139,251 USD.
ოთარ ბერიშვილს დამატებული აქვს:
- კიდევ ერთი ბინა ბახტრიონის ქუჩაზე (109.75 მ², 68,000 USD)
სხვა ქონება
ქვრივიშვილს დეკლარაციით ეკუთვნის: BMW X6 — 2018 წლის მოდელი, შეძენილი 60,000 დოლარად.
ასევე ორი Rolex-ის საათი (ერთი ნაჩუქარი, მეორე ნაყიდი). Cartier-ის სამაჯური და ბეჭედი, რომელთა ჯამური ღირებულება 10,500 დოლარს შეადგენს.
სამეწარმეო საქმიანობა:
2019 წელს მარიამ ქვრივიშვილი ფლობდა წილს ორ კომპანიაში შპს-ში: ვოიაჟერი (10%) და ეარლაინ რეპრეზენტეიშენ გრუპ (30%). 2025 იგივე კომპანიებში ფლობს წილს, მაგრამ დამატებულია წლიური შემოსავლის დეტალები (მაგ. ვოიაჟერიდან 158,000 GEL).
ოთარ ბერიშვილის მონაწილეობა შპს-ებში მკვეთრად გაზრდილია – როგორც დირექტორი, ასევე მეწილე (მაგ. შპს “პრფუნქტორი” – 100%).
ხელშეკრულებები და სესხები:
2019 წელს მარიამ ქვრივიშვილს ჰქონდა სამომხმარებლო სესხი (41,000 USD).
ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (60,000 USD).
ხოლო 2025 წლის დეკლარაციით, აღებული აქვს ახალი სესხი 2022 წელს – 57,000 GEL (მიწის ნაკვეთის შეძენასთან კავშირში).
დეკლარაციაში ასევე ასახულია:
- უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული 11,975 დოლარი,
- მოგზაურობაზე გაწეული 22,000 ლარის ხარჯი,
- დახმარების სახით გადახდილი 10,000 ლარი,
- და სხვა დანახარჯები (ტანსაცმელი, რემონტი, გასესხება).