გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
2024 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ვაჟა სირაძეს სახელზე რეგისტრირებულია თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე 71,8 კვ.მ. ბინა, რომელიც განვადებით 50 500 დოლარად შეიძინა 2018 წელს.
მის სახელზე სხვა ქონება დეკლარაციაში ასახული არაა.
დეკლარაციის თანახმად, ვაჟა სირაძეს ანაბარზე 11 823 ლარი ჰქონდა, ხოლო მიმდინარე და სახელფასო ანგარიშზე 4 620 ლარი. ასევე, 50 000 ლარი ხელფასიდან დანაზოგის სახით.