რა ქონებას ფლობს “ოცნების” ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე?

რა ქონებას ფლობს “ოცნების” ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე?
საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა.

ის ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა. სწორედ ამ პოზიციაზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია.

გურამ დუმბაძემ, 2024 წლის 23 ივლისს შეავსო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

უძრავი ქონება:

დეკლარაციის მიხედვით, გურამ დუმბაძე და მისი მეუღლე ფლობენ ორ ბინას თბილისში:

  • თამარ კარტოზია ფლობს პეტრე იბერის ქუჩაზე 48.3 კვ.მ. ბინას, რომელიც შეძენილია 2023 წელს 46 000 აშშ დოლარად.
  • გურამ დუმბაძე ფლობს 100%-იან წილს ბინაში ქალაქ თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე, საერთო ფართობით 95.75 კვ.მ. ბინა შეძენილია 2018 წელს 45 000 აშშ დოლარად.

მოძრავი ქონება:

გურამ დუმბაძე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, Mazda CX5-ს, რომელიც შეძენილია 2023 წელს 12 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა მოიცავს ამერიკიდან ტრანსპორტირებისა და განბაჟების ღირებულებას.

საბანკო ანგარიშები:

გურამ დუმბაძეს და თამარ კარტოზიას აქვთ ანგარიშები “თი-ბი-სი ბანკში”:

  • გურამ დუმბაძე:
    • მიმდინარე ანგარიში: 349.59 GEL.
    • მიმდინარე ანგარიში: 3700 GEL.
    • დეპოზიტი: 1702.87 GEL.
  • თამარ კარტოზია:
    • ანაბარი: 4202 GEL.
    • მიმდინარე ანგარიში: 1953 USD.
    • ანაბარი: 6300 GEL.
    • სახელფასო ანგარიში: 281 GEL.
    • ვადაგასული ანაბრების ანგარიში: 727 GEL.

სამეწარმეო საქმიანობა:

თამარ კარტოზია იყო შპს „ლოჯისტიკს გრუპ“-ის მეწილე 2024 წლის 10 აპრილიდან 31 აგვისტომდე, 100%-იანი წილით. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული მონაწილეობა განპირობებული იყო მისი დის საქართველოში არყოფნის პერიოდში სარეგისტრაციო პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია.

შემოსავლები:

2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლები:

  • თამარ კარტოზია:
    • შპს „ლოჯისტიკს გრუპ“, სპეციალისტი: 11785 GEL.
  • გურამ დუმბაძე:
    • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი: 84053.35 GEL.
    • სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, მოწვეული ტრენერი: 1447.2 GEL.

ხელშეკრულებები:

2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები:

  • გურამ დუმბაძე:
    • სესხი, იპოთეკა, 45 000 GEL, TBC ბანკი (16.05.2018-30.04.2024). შედეგი: 28096 GEL (გასავალი).
    • სესხი, სამომხმარებლო, 6900 GEL, TBC ბანკი (15.07.2019-27.06.2023). შედეგი: 1081.06 GEL (გასავალი). დასრულებული.
    • ნასყიდობა, ავტომობილის შეძენა, 12 000 USD (11.10.2023). შედეგი: 12 000 USD (გასავალი).
  • თამარ კარტოზია:
    • ნასყიდობა, ბინის გასხვისება, 56 000 USD (01.06.2023). შედეგი: 46 000 USD (შემოსავალი). აღნიშნული თანხით შეძენილი იქნა სხვა ბინა, რომელიც გაფორმდა თამარ კარტოზიაზე.
    • ნასყიდობა, ბინის შეძენა, 46 000 USD (24.10.2023). შედეგი: 46 000 USD (გასავალი).

დანარჩენი შემოსავალი/გასავალი:

თამარ კარტოზიას ჰქონდა სარემონტო ხარჯი, გასავალი 10 000 GEL, რაც პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე ბინის რემონტის დასრულებას მოიცავდა.

“ქართული ოცნებამ” მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი არა მმართველობით სისტემაში შეცდომების პოვნისა და გამოსწორებისთვის, არამედ მათი პრევენციისთვის შექმნა. ასე განმარტავდა მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი დეპარტამენტის შექმნის მიზნობრიობას, პარლამენტში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებათა პაკეტის წარდგენისას.

“ოცნების” მიერ კანონში შეტანილი ცვლილებებით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *