Bm.ge გთავაზობთ, „ანტიკორუფციული ბიუროს” უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ შევსებულ უახლეს დეკლარაციას.
2025 წლის 30 აპრილს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად:
რაჟდენ კუპრაშვილის მფლობელობაშია 452 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქუთაისი და 1766 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში, რომლებიც 2021 წელს ჩუქების გზით მიიღო. ასევე მის მფლობელობაშია 85 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ავტოფარეხი და სარდაფი თბილისში 4 000 და 10 000 დოლარად შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, რაჟდენ კუპრაშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: საქართველოს ბანკის სადებეტოზე – 12927,28 ლარს და 85,39 ევროს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რაჟდენ კუპრაშვილმა „ანტიკორუფციული ბიუროს” უფროსის თანამდებობაზე, მიღებული შემოსავალი 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 96 238,8 ლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი 2019 წლის თებერვლიდან იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან დღემდე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსია.