ამ მონაცემების მიხედვით, ირაკლი ხმალაძემ ბოლო დეკლარაცია 2023 წლის მაისში შეავსო. კონკრეტულად, დოკუმენტი შემდეგ ქონებრივ დეტალებს ასახავს:
ხმალაძე თბილისში ყიფიანის ქუჩაზე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც 2017 წელს 1 000 ლარად შეიძინა. ქონებაში მას საკუთრების 50% ეკუთვნის;
2024 წელს ხმალაძემ 16 500 აშშ დოლარად შეიძინა „Harley-Davidson“-ის მარკის მოტოციკლი;
ფინანსურ ნაწილში კი დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი საბანკო ანაბარი შეადგენს 350 000 დოლარს, რომელიც საკუთრების გაყიდვიდან მიღებული თანხით აიხსნება;
გარდა ამისა, 2023 წელს, თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას, მან სახელფასო ანაზღაურების სახით მიიღო 73 547 ლარი.
სხვა უძრავი და მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება.
რაც შეეხება საქმიან ბიოგრაფიას:
განათლება
- 2005 – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი;
- 2015 – გაიარა ფინანსური მენეჯმენტის კურსი CAC-ში.
სამუშაო გამოცდილება
- 2003–2005 – იურისტი, შპს იურიდიული ფირმა MJO;
- 2005–2008 – ენერგეტიკის სამინისტრო:
-
იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი;
-
იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
-
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
-
- 2008–2013 – ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
- 2011-დან – ლექტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
- 2013–2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი);
- 2017 წლიდან იკავებდა წამყვან თანამდებობებს მერიაში;
- 2025 – დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.