რა შემოსავალი მიიღეს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა 2024 წელს – რეიტინგი

რა შემოსავალი მიიღეს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა 2024 წელს – რეიტინგი

2024 წელს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ოთხი ძირითადი კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, დღგ-ის და აქციზის გადასახადის გარეშე ₾458 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორული კვლევის პუბლიკაციაშია საუბარი.

კვლევის თანახმად, ბაზრის ლიდერად კომპანია “ლომისი” რჩება, რომლის შემოსავალმაც ოთხივე კომპანიის ჯამური რეალიზაციის 47% შეადგინა. ეს კომპანიებია:

  1. “ლომისი” – ₾216 მლნ ლარი
  2. Georgian Beer Company – ₾114 მლნ ლარი
  3. Global Beer Georia – ₾86 მლნ ლარი
  4. “არგო” – ₾42 მლნ ლარი

ამასთან, TBC Capital-ის ცნობით, 2023 წელს ბაზრის ოთხი უმსხვილესი მოთამაშის შეწონილი საშუალო საერთო მოგების მარჟა იგივე, 38%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, კომპანიების მიხედვით კი ასე გადანაწილდა:

  1. “არგო” – 51%
  2. “ლომისი” – 39%
  3. Georgian Beer Company – 37%
  4. Global Beer Georgia – 33%

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში 138 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარეს, საიდანაც 87% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა, 13% კი – იმპორტულზე.

კომპანია “ლომისი” “ნატახტარის” ბრენდის ლუდს ასხამს, Georgian Beer Company – “ზედაზენს”, Global Beer Georgia “აისის” და “ყაზბეგის” ლუდს, “არგო” კი – “არგოსა” და ლიმონათ “ზანდუკელს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *