რა წერია საქართველოზე NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში?

რა წერია საქართველოზე NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში?
NATO-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის კი, NATO-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა.

მარკ რუტეს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდისთვის.

აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს საქართველო მონაწილეობდა პოლონეთში გამართულ წვრთნებში (CWIX24), ასევე რუმინეთში NATO-ს საზღვაო წვრთნებში.

ასევე აღნიშნულია, რომ NATO-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში გრძელდება, თბილისში მდებარე ალიანსის სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.

ცნობისთვის, როგორც გენერალური მდივნის 2023 წლის ანგარიშში ეწერა, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ერთგულნი რჩებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *