რა წერია ტიტანიკის ჩაძირვამდე დაწერილ წერილში, რომელიც 400,000 დოლარად გაიყიდა

რა წერია ტიტანიკის ჩაძირვამდე დაწერილ წერილში, რომელიც 400,000 დოლარად გაიყიდა

წერილი, რომელიც ტიტანიკზე მყოფმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გადარჩენილმა გემის ჩაძირვამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა, გაუსწრო ყველა მოლოდინს და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ აუქციონზე 300,000 ფუნტად (დაახლოებით 399,000 დოლარად) გაიყიდა.

წერილი დათარიღებულია 1912 წლის 10 აპრილით — სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტიტანიკი 13 აპრილის დილას აისბერგს დაეჯახებოდა და ჩაიძირებოდა.

წერილში გემის მგზავრი არჩიბალდ გრეისი წერს:

ეს მშვენიერი გემია, მაგრამ საბოლოო მოგზაურობამდე თავს შევიკავებ შეფასებისგან.
ტიტანიკი თავის პირველივე მოგზაურობაზე აისბერგთან შეჯახების გამო, ნიუფაუნდლენდის მახლობლად ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად დაახლოებით 1,500 ადამიანი დაიღუპა. 

წერილის ავტორი, გრეისი გემიდან გადახტომის შედეგად გადარჩა: მან მოახერხა ამობრუნებულ გასაშლელ ნავზე ასულიყო, საიდანაც უკვე სხვა მგზავრებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით იგი მაშველი გემით გადაიყვანეს. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, გრეისიმ გამოაქვეყნა “სიმართლე ტიტანიკზე” — სადაც დეტალურად აღწერა გემის ჩაძირვის ღამე.

გრეისი ტიტანიკზე 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონში ავიდა და პირველი კლასის კაბინაში იყო განთავსებული. თუმცა მიღებული ჰიპოთერმიისგან იგი სრულად ვეღარ გამოჯანმრთელდა და იმავე წლის ბოლოს დიაბეტის გართულებებით გარდაიცვალა.

წერილს ასევე ეტყობა, რომ ის გაგზავნილია ქუინსტაუნიდან (ირლანდია) — რომელიც ტიტანიკის ჩაძირვამდე ერთ-ერთი ბოლო გაჩერება იყო.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, წერილი ამერიკელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. მისი საწყისი ფასი მხოლოდ 60,000 ფუნტი იყო, საბოლოოდ კი წერილი 5-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *