რა ხდება აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე?

რა ხდება აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე?
აშშ-ის ხაზინის ობლიგაციების სარგებლიანობა მკვეთრად იზრდება, რაც ინვესტორების მზარდ შეშფოთებას ასახავს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტისა და ფისკალური პოლიტიკის მიმართ.

წინა დღეს ჩატარებულ 20-წლიანი ობლიგაციების აუქციონზე სარგებლიანობამ 5%-ს გადააჭარბა, რაც 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, 10-წლიანი ობლიგაციების სარგებლიანობა 4.595%-მდე, ხოლო 30-წლიანისა 5.089%-მდე გაიზარდა.

ინვესტორები და ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ამ ტენდენციას ხელს უწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ახალი საგადასახადო კანონპროექტი, რომელიც მომავალ ათწლეულში ბიუჯეტის დეფიციტს $3-დან 5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს 2017 წლის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას და ხარჯების ზრდას თავდაცვასა და სასაზღვრო უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ეროვნულ ვალს, რომელიც უკვე 36 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

სავალო რისკების დაგროვების ფონზე, ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი იზრდება, ხოლო თავად ფასიანი ქაღალდების ღირებულება მცირდება, რაც აშშ-ის მთავრობისთვის ვალის მომსახურებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *