დოკუმენტის თანახმად, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 576 ლარს გაუტოლდა.
2025 წლის აპრილში, არარეზიდენტებისა და რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად კვლავ სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ზოგადად, არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე რეზიდენტების დანახარჯს დაახლოებით სამჯერ აღემატება.
სასტუმროში უნაღდო დანახარჯების უდიდესი წვლილი არარეზიდენტებს უკავიათ.
2025 წლის აპრილში, 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯებში. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 423 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 16% და 84% შეადგინა.