არაფერი რთული არაა, როცა სამშობლოს ემსახურები – ასე უპასუხა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა “ოცნების” ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა მედიის კითხვას, არის თუ არა რთული სანქცირებული ცხოვრება.
“ქართული ოცნების” ყრილობაზე, სადაც პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს, “ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მისი დასანქცირების შესახებ დასმულ კითხვას მოკლე რეპლიკით უპასუხა: “არ მინახავს ნამდვილად სია, სიმართლე რომ გითხრათ. […] სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს” – თქვა გომელაურმა.
ყრილობის დასრულების შემდეგ კი, ჟურნალისტებთან კვლავ გააკეთა მოკლე კომენტარი.
„მე ჩემს სამშობლოს ვემსახურები. რთული არაფერი არ არის. ამაზე უარს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში. არაფერი რთული არაა, როცა სამშობლოს ემსახურები. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და თქვენც ემსახურეთ ჯობია და თქვენი ტელევიზიები,“ – განაცხადა გომელაურმა.