თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია “ლაიტნერის” სპეციალისტები ჩაატარებენ, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით აჩერებს მუშაობას
