თბილისში საქართველოში პირველი iSpace-ის მაღაზია იხსნება Apple Premium Partner სტატუსით. ეს არა მხოლოდ მაღაზია, არამედ სივრცეა, სადაც Apple-ის ახალი მოწყობილობების შერჩევას, გატესტვას და პროფესიონალური კონსულტაციის მიღებას შეძლებთ. მაღაზიაში იმუშავებს Apple-ის ავტორიზებული სერვისცენტრი. ახლა Apple ტექნიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას ერთ სივრცეში შეძლებთ.
ეს იქნება სერვისცენტრი, სადაც მომხმარებლებს ერსონალური Apple ექსპერტები მოემსახურებიან . ახალი iSpace-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა ავტორიზებული სერვისცენტრია, რომელიც უშუალოდ მაღაზიაში იმუშავებს და აღარ არის საჭირო სანდო სერვისის ძებნა Apple-ის ტექნიკის შესაკეთებლად. სერვის ცენტრში მუშაობენ სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც დიაგნოსტიკასა და რემონტს ექსკლუზიურად Apple-ის ოფიციალური სტანდარტების შესაბამისად ასრულებენ.
სერვის ცენტრის უპირატესობები:
- შეკეთება ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით
- დიაგნოსტიკა და სერვისი Apple-ის მკაცრი რეგლამენტის დაცვით
- სწრაფი რემონტი — საჭირო ნაწილების არსებობის შემთხვევაში მოწყობილობა დაგიბრუნდებათ უმოკლეს ვადაში
- გარანტია ყველა შესრულებულ სამუშაოზე — iSpace იღებს სრულ პასუხისმგებლობას: თქვენი მოწყობილობა სრულიად დაცულია
რა არის Apple Premium Partner-ის სტატუსი?
Apple Premium Partner წარმოადგენს Apple-ის მაღაზიების უმაღლეს სტანდარტს. ეს აერთიანებს პრემიუმ დიზაინს, ინოვაციურ მიდგომებს და უმაღლეს სერვისს. ასეთ მაღაზიაში დაგხვდებათ:
- Apple-ის ყველა უახლესი პროდუქტი: iPhone, MacBook, iMac, iPad, Apple Watch, AirPods და აქსესუარები
- 15-წუთიანი სასწავლო ლექციები ყველასთვის — ყოველდღე ახალი თემა მოწყობილობებისა და ეკოსისტემის შესახებ
- თავისუფალი წვდომა მოწყობილობებზე — შეადარეთ და გამოსცადეთ ნებისმიერი მოდელი შეძენამდე
- საუკეთესო Apple კონსულტანტები — iSpace-ის თანამშრომლები გადიან Apple-ის სპეციალურ ტრენინგებს და მზად არიან უპასუხონ თქვენს ყველა კითხვას
- სპეციალური ზონა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
ახალი iSpace Galleria Tbilisi-ში შექმნილია Apple-ის გლობალური სტანდარტების სრული დაცვით. სივრცე მოიცავს ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს კომფორტსა და შთაგონებას — მინიმალიზმი, ერგონომიკა და ტექნოლოგიური დახვეწილობა. ეს არის ადგილი, სადაც ყველას ესიამოვნება პროდუქციის შერჩევა და Apple ეკოსისტემის აღმოჩენა.
გახსნის თარიღი: 25 აპრილი – 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi, G სართული
მათთვის, ვისაც სურს Apple-ის ავტორიზებული სერვისი მიიღოს, ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. iSpace Apple Premium Partner-ის სტატუსით ახალ მაღაზიას ხსნის, სადაც ავტორიზებული სერვის ცენტრი იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ Apple-ის ორიგინალი ნაწილებით შეკეთდება ტექნიკა. დიაგნოსტიკა კი სპეციალიზებული აპარატებით განხორციელდება, დროის უმოკლეს მონაკვეთში და უმაღლესი ხარისხით. გვიხარია, რომ მსგავსი გამოცდილების შემოტანა სწორედ iSpace-მა შეძლო ბაზარზე და ვიმედოვნებ, რომ ახალი გამოცდილება მომხმარებლებს ძალიან მოეწონებათ – განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა