როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?
გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ ნეგატიური იყო. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 2%-ით შემცირდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება პოზიტიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 4%-ით გაიზარდა.

ასევე, გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 3.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 68 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 65 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 35 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 5.5%-იან მატებას წარმოადგენს.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა რეკორდული 3,357 დოლარი შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *