გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის განსაკუთრებით პოზიტიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 3%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება პოზიტიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 3.5%-ით გაიზარდა.
ასევე, გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 61 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 59 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია.
ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 33 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 2%-იან კლებას წარმოადგენს.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 3,325 დოლარი შეადგინა.