ნავთობის ფასი 0.2%-ით არის შემცირებული და ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 74 დოლარად ივაჭრება.
ოქროს ფასი 0.1%-ით შეიცვალა და უნცია მეტალის ფასმა 3,365 დოლარი შეადგინა, ერთკვირიან პერიოდში კი საქმე გვაქვს 0.6%-იან კლებასთან.
გაზის ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა და ამჟამად მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 41 ევროს შეადგენს.
რაც შეეხება საფონდო ბირჟას, ევროპულ ინდექსებთან მიმართებით 0.5%-იანი კორექცია ფიქსირდება, აზიაში ცვლილებები მინიმალურია, ხოლო ამერიკულ ბირჟაზე, სადაც ჯერად წინა სავაჭრო სესია მიმდინარეობს, ვხედავთ 0.3%-იან ზრდას.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ინვესტორებს პანიკურად არ მიუღიათ და გამორჩეული დინამიკა არცერთი მიმართულებით არ იკვეთება, თუკი კრიპტოინდუსტრიას არ ჩავთვლით, სადაც ბიტკოინის ფასი 5%-ით, ხოლო ეთერიუმის ღირებულება 15%-ით დაეცა.