როგორ მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი – ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ა

როგორ მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი – ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტერიალის სხდომაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის სხდომაზე გამოსვლისას, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა რომ, შავი ზღვის კაბელის პროექტი შეტანილია ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმების პროექტების სიაში.

“რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შავი ზღვის კაბელის პროექტის განსახილველად, როგორც საერთო ინტერესის კანდიდატი პროექტისა (PMI),“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, პროექტის წარმატებული განხორციელება მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას, სტრატეგიულ ინვესტიციებს და ძლიერ პარტნიორობას.

„საქართველო სრულ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს ჩვენს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ინიციატივის განსახორციელებლად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, არის გლობალური ინვესტიცია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლისთვის,“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უზრუნველყოფს საიმედო მარშრუტს საქართველოდან ევროპელ მომხმარებლებზე სუფთა, განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უზრუნველყოფს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას, ასევე გაამყარებს საქართველოს პოზიციებს ენერგეტიკული ტრანზიტის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულია.

მინისტერიალის სხდომას საქართველოს მხრიდან ასევე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *