Lukoil-ის შვილობილი კომპანია, Lukoil Capital Designated Activity Company 2021 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი ძირითადი ფუნქცია “ლუკოილისთვის” მილიარდობით დოლარის მოსაზიდად ბონდების გამოშვება იყო, რითაც კომპანიამ $2.3 მილიარდი მიიღო.
გამოცემის თანახმად, ქვეკომპანია Lukoil Capital-ის დირექტორები ჩრდილოეთ ირლანდიაში რეგისტრირებული კორპორაციული სერვისების ფირმა Vantru-სთან არიან დაკავშირებულები. თავის მხრივ, Vantru-ზე ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ ხვდება, რადგან ევროკავშირს “ლუკოილის” ოპერაციები ფორმალურად არ აუკრძალავს, როგორც ეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გააკეთეს. შესაბამისად, საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად, ევროკავშირი ნავთობკომპანიას დასავლურ ბირჟებზე წვდომის უფლებას მაინც აძლევს.
The Currency-სთან ინტერვიუში Vantru-ს დამფუძნებელმა რუსეთთან დალინკულ და ირლანდიაში რეგისტრირებულ კომპანიებთან თანამშრომლობს. მანვე აღნიშნა, რომ დასავლელი ინვესტორებისთვის ამონაგების რუსული კომპანიებიდან მიღება სრულიად ლეგალურია, რადგან მსგავსი გარიგებები აკრძალული არ არის.