ფაშინიანმა თავის კოლეგასთან “მშვიდობის გზაჯვარედინის” ინიციატივა განიხილა, რომელიც მიზნად სომხეთის ტრანსკავკასიურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას ისახავს. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან ურთიერთობების უპირობო ნორმალიზება დაიწყოს.
თავის მხრივ, ურთიერთობების ნორმალიზებისადმი მზადყოფნა გამოთქვა რეჯეპ თაიფ ერდოღანმაც. მან დადებითად შეაფასა სომხეთის მიერ რეგიონული მშვიდობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მიმართ.
ორი ქვეყნის ლიდერებმა, შეთანხმება საზღვრების გახსნის შესახებ ჯერჯერობით, ვერ მოახერხეს, თუმცა დადეს პირობა, რომ ამ თემაზე მუშაობას სამომავლოდაც გააგრძელებენ. მხარეებს არ უსაუბრიათ 1915 წლის მოვლენებზე. საკითხზე, რომელიც დღემდე რჩება თურქეთსა და სომხეთს შორის უთანხმოების მთავარ მიზეზად.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აქამდეც იმყოფებოდა თურქეთში. ის 2023 წლის ივნისში, პრეზიდენტ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამუშაო შეხვედრა აქამდე არასდროს გამართულა.