როდის სჭირდება ბიზნესს იურისტი – სირთულეების წარმოქმნის ეტაპზე, თუ პრობლემის პრევენციისას?
კვალიფიციური იურიდიული მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემების გადაჭრით — ის უზრუნველყოფს სირთულეების თავიდან აცილებას, რისკების მართვასა და ბიზნესის უსაფრთხო განვითარებას.
იურიდიული კომპანია Nomos Georgia დაფუძნდა რწმენით, რომ იურიდიული კომპანია შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი არა მხოლოდ სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტის ეტაპზე, არამედ მათი თავიდან აცილების პროცესშიც.
საქართველოში იურიდიული საკითხების ეფექტურად მართვა, საქმიანობის დაწყება ან ინვესტიციის განხორციელება მოითხოვს კომპეტენტური და გამოცდილი იურისტების ჩართულობას.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლიკა ცინცაბაძე ამბობს: „ბიზნესების უმრავლესობა საქართველოში სამართლებრივ პროცესებს დაბრკოლებად აღიქვამს, ჩვენთვის კი ეს გამოწვევაა. ჩვენი ამოცანაა, იურიდიული მხარდაჭერა ვაქციოთ პლატფორმად, რომელიც სტაბილურობას, სიშვიდესა და ნდობას უზრუნველყოფს.“
იურიდიული მომსახურება, რომელიც მორგებულია კლიენტის საჭიროებებზე
Nomos Georgia ემსახურება, ადგილობრივ კომპანიებს, მეწარმეებსა და კერძო პირებს, უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ეძებენ სანდო, ეფექტურ და კვალიფიციურ სამართლებრივ მხარდაჭერას.
კომპანიის ძირითადი პრაქტიკის სფეროებია:
- ბიზნეს და კორპორაციული სამართალი
- უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი
- სახელშეკრულებო სამართალი
- ინტელექტუალური საკუთრება
- შრომისა და დასაქმების სამართალი
- საგადასახადო და საინვესტიციო სამართალი
- სასამართლო დავები, არბიტრაჟი და მედიაცია
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან, რაც უზრუნველყოფს ფართო და მაღალკვალიფიციურ სამართლებრივ მხარდაჭერას.
საქართველოს, როგორც საინვესტიციო ჰაბის, პოპულარიზაცია
იურიდიული კომპანია Nomos Georgia მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენასა და უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს სამართლებრივი და საგადასახადო უპირატესობების გაცნობაში.
„საქართველო უნიკალური შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჩვენი ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა, მარტივი რეგულაციები და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბიზნესის გასაფართოებლად იდეალურ პირობებს ქმნის,“ – აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე, კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია მონაწილეობს საერთაშორისო ბიზნესფორუმებში, ეკონომიკურ კონფერენციებსა და სამართლებრივ ღონისძიებებში.
დამფუძნებელი და გუნდი
ნომოს ჯორჯიას გუნდი შედგება კვალიფიციური და უმაღლესი აკადემიური მიღწევების მქონე სამართლის ექსპერტებისგან. კომპანიის დამფუძნებელია ლიკა ცინცაბაძე – კერძო სამართლის მაგისტრი, მენტორ-ადვოკატი და პრაქტიკოსი იურისტი მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებით.
„იურიდიული სფერო მუდმივად ვითარდება. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს არა მხოლოდ მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში, არამედ ბიზნეს დინამიკის სტაბილურ და წარმატებულ განვითარებაშიც.“ – ამბობს ლიკა.
მომავალი ხედვა
იურიდიული კომპანიის დაფუძნებელი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია კავკასიის რეგიონში. კომპანიის განვითარების სტრატეგია გულისხმობს წარმომადგენლობების გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და იმაზე ზრუნვას, რომ სამართლებრივი მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კლიენტებისთვის.
Nomos Georgia — სამართალი ბიზნესის სამსახურში.