რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ICT სექტორში

რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI ICT სექტორში

2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო საანგარიშო პერიოდში და ასევე, იმ ქვეყნების TOP-10, საიდანც ყველაზე ინვესტიცია შემოვიდა.

როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები აჩვენებს, 52 მილიონი დოლარის FDI-დან 50%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში, საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

აშშ – $34,8 მლნ
გაერთიანებული სამეფო – $5,8 მლნ
ფინეთი – $5.4 მლნ
ვირჯინის კუნძულები (ბრიტ.) – $3,4 მლნ
ნიდერლანდები – $3,4 მლნ
ისრაელი – $2,3 მლნ
რუსეთი -$1,9 მლნ
ხორვატია – $403 000
კაიმანის კ-ბი – …
ლატვია – $373 000
კვიპროსი – $297 000
დანარჩენი ქვეყნები – (-$5,7 მლნ)

TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში, საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

შპს სელფი მობაილ;
შპს მაგთიკომი;
შპს კავკასუს ონლაინი;
შპს თინეთი;
შპს სთრაიქერზ;
შპს მეიჯერელ საქართველო;
შპს ვოლტ ჯორჯია;
შპს ვებიზ ფლეი;
შპს თი ფი ფი;
შპს ჯი რიალთაიმ ლაივ.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

2024 წელს საქართველოს IT სექტორის შემოსავალი $688 მლნ-მდე შემცირდა – რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის IT ინდუსტრია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *