რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული მომავალი გენერალური აუდიტორი?

რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი?
დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამ დრომდე გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი პოსტზე პოსტზე 2024 წლის 18 ივლისს 6 წლის ვადით დაინიშნა. უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ამ მცირე დროის განმავლობაში ის დაასანქცირეს დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.

ესტონეთმა სანქცია “ოცნების” სხვა 13 თანამდებობის პირთან ერთად გაბიტაშვილს 2024 წლის 16 დეკემბერს დაუწესა ” მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკი და რეპრესიული ზომების მიღების გამო”.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2025 წლის 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს, მათ შორის გაბიტაშვილს სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა.

„გიორგი გაბიტაშვილი არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ ქმედების გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება“, – აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა. განცხადების მიხედვით თქმით, მან ვერ გამოიძია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დროს საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე თავდასხმების საქმე.

დღეს 3 ივნისსვე გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *