უწყების ცნობით, გადასაცემ ქონებაზე სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
“საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით მათ ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდეთ.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის ამოცანაა, არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.