რომელ ქვეყნებშია რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი, დაბალი და სად არის საქართველო?

რომელ ქვეყნებშია რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი, დაბალი და სად არის საქართველო?
მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი ქვეყნების ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებული განაკვეთები გავლენას ახდენენ მომხმარებლის მიერ იპოთეკური სესხის აღების ტენდენციებზე, ბიზნესის ინვესტიციებსა და ვალუტის ღირებულებაზეც.

მაშინ, როცა ზოგი ქვეყანა ეკონომიკური ზრდისა და მომხმარებელთა დანახარჯების სტიმულირებისთვის რეფინანსირების განაკვეთს დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებენ, სხვები არჩევენ, ინფლაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტად სწორედ მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამოიყენონ. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი თითოეული ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე, მათ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

Trading Economics-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, 2025 წლის აპრილ/მაისში რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი ამ ქვეყნებში იყო:

  1. ვენესუელა – 59.29%
  2. თურქეთი – 46%
  3. ზიმბაბვე – 35%
  4. არგენტინა – 29%
  5. განა – 28%
  6. ნიგერია – 27.5%
  7. მალავი – 26%
  8. კონგო – 25%
  9. სიერა-ლეონე – 24.75%
  10. ეგვიპტე – 24%

იმ ქვეყნების, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალია, ათეული ასე გამოიყურება:

  1. შვეიცარია – 0.25%
  2. ფიჯი – 0.25%
  3. კამბოჯა – 0.45%
  4. იაპონია – 0.5%
  5. ტაილანდი – 1.75%
  6. სეიშელის კუნძულები – 1.75%
  7. დანია – 1.85%
  8. ბოტსვანა – 1.9%
  9. ტაივანი – 2%
  10. ბარბადოსი – 2%

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, საქართველო სამეზობლოში, რეფინანსირების განაკვეთით, მესამე ადგილს იკავებს. განაკვეთი ყველაზე დაბალი სომხეთშია, ყველაზე მაღალი კი – რუსეთში.

  • სომხეთი – 6.75%
  • აზერბაიჯანი – 7.25%
  • საქართველო – 8%
  • რუსეთი – 21%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *