რომელ ქვეყნებში ისვენებენ ყველაზე მეტს?

რომელ ქვეყნებში ისვენებენ ყველაზე მეტს?
დასვენების დღეების რაოდენობა ის თემაა, რომელზედაც საქართველოში ხშირად ვკამათობთ. ოფიციალურად, კანონით ქვეყანაში 18 ასეთი დღეა დაწესებული და თუ ამ რიცხვს შაბათ-კვირებსაც დავამატებთ, გამოვა, რომ ქართველების დიდი ნაწილი წელიწადში 122 დღის განმავლობაში ისვენებენ, რაც წლის 33%-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით, საქართველო გლობალურ ათეულში შედის და ამ ადგილს ისეთ ქვეყნებთან იყოფს, როგორიცაა კოლუმბია, ფილიპინები და მალაიზია, სადაც აგრეთვე 122 დღის განმავლობაში ისვენებენ.

წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შემდეგ ქვეყნებში ისვენებენ:

#1 – მიანმარი

მშპ = $66.7 მლრდ
მშპ ერთ სულზე = $1,250
მოსახლეობა = 53.4 მლნ
დასვენების დღეები = 136 (32+104)

#2 – შრი-ლანკა

მშპ = $84.3 მლრდ
მშპ ერთ სულზე = $3,900
მოსახლეობა = 21.6 მლნ
დასვენების დღეები = 129 (25+104)

#3 – ლიხტენშტაინი

მშპ = $7.6 მლრდ
მშპ ერთ სულზე = $187,300
მოსახლეობა = 40,015
დასვენების დღეები = 126 (22+104)

#4 – ბანგლადეში

მშპ = $481.8 მლრდ
მშპ ერთ სულზე = $2,700
მოსახლეობა = 173.7 მლნ
დასვენების დღეები = 126 (22+104)

#5 – კამბოჯა

მშპ = $51.2 მლრდ
მშპ ერთ სულზე = $2,950
მოსახლეობა = 17.4 მლნ
დასვენების დღეები = 125 (21+104)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *