უკრაინის მიერ განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე რუბლი უფასურდება და ამჟამად 1 ამერიკული დოლარის ფასი 79 რუბლს აღწევს, რაც ერთ დღეში დაფიქსირებულ 2.5%-იან ცვლილებას წარმოადგენს.
არასახარბიელო დინამიკა იკვეთება მოსკოვის საფონდო ბირჟაზეც, რადგან ერთ დღეში MOEX-ის საფონდო ინდექსი 1.3%-ითაა შემცირებული.
კომპანიების რაც შეეხებათ, ყველაზე ცუდ შედეგები დღეს Tatneft-ს, Aeroflot-ს, Gazprom-სა და Severstal-ს აქვთ, ანუ იმ კომპანიებს, რომლებმაც უკრაინის თავდასხმის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი მიიღეს.