როგორც ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის წინააღმდეგ დამარცხებულმა სიმიონმა განაცხადა, იგი კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართავს და ბიულეტენების ბათილად ცნობას სთხოვს, “იმავე მიზეზით, რატომაც გასულ წელს”.
არჩევნები, რომელშიც დანმა ხმათა 53.6%-ით, დამაჯერებლად გაიმარჯვა, რუმინელთათვის ხმის მიცემის მეორე რაუნდი იყო. პირველი ტური ნოემბერში გაიმართა და შედეგები მას შემდეგ გაუქმდა, რაც სასამართლოს წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების რეგულაციების დარღვევისა და რუსეთიდან სავარაუდო ჩარევის გამო მიმართეს. მაშინდელ გამარჯვებულს, კალინ ჯორჯესკუს საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წამოყენება აეკრძალა – ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.
“ზუსტად ისე, როგორც კალინ ჯორჯესკუ მოიხსნა და არჩევნები ანულირდა, ნიკუშორ დანის არჩევანსაც ზუსტად იგივე მიზეზით გამოვიწვევთ, რატომ? რადგან ადგილი ჰქონდა ხმების ყიდვას; რადგან 18 მაისს ხმა გარდაცვლილებმა მისცეს; რადგან მსოფლიოში ვერანაირი კალკულაცია ვერ აჩვენებს, რომ ხმა 11.5 მილიონზე მეტმა რუმინელმა მისცა”, – განაცხადა სიმიონმა.
სიმიონმა არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე არაერთხელ ისაუბრა, თუმცა მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. მისი განცხადებით პარალელური დათვლით ხმები სწორად დათვალეს, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საგარეო ჩარევა დაინახეს და ალგორითმზე მანიპულაცია მოახდინეს. სიმიონის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება საფრანგეთის, მოლდოვასა და სხვა ქვეყნების ჩარევისა ინსტიტუტების მანიპულირებაში, მედიის ნარატივების წარმართვაში და ისეთი შედეგის დაწერაში, რომელიც არ ასახავს რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებას”.
სიმიონი საფრანგეთის ჩარევის დასადასტურებლად Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის სიტყვებს იშველიებს, რომლის თქმითაც საფრანგეთის დაზვერვამ მას Telegram-ზე რუმინელთა წვდომის შეზღუდვა მოსთხოვა.