ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთთან განიხილება ერთი რამ, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა,- ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების საკითხზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ნათლად თქვა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომლის განხილვა ან ხელშეწყობა მოხდება, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ მოგვარდება.
“ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩართულია ამაში. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიო ხელმძღვანელობს. ჩვენმა ყველა ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ, ნათლად აჩვენეს, თუ რა არის სასწორზე, როდესაც საქმე ეხება ამ სიტუაციის დასრულებას. ეს არის დინამიკა, რომელიც არ მოგვარდება სამხედრო გზით. შედეგზე არაფრის განხილვაა შესაძლებელი სანამ სროლა და მკვლელობა არ შეჩერდება”,- აღნიშნა მან.