რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სულ რაღაც 1.4%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში დაფიქსირებული 4.5% და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღწეული 5.4%.
ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი შენელება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: სანქციები, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო იზოლაცია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და მოსახლეობის სამომავლო მოლოდინების გაუარესება.
თუკი რუსეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე ასეთი ტემპით გაგრძელდება, მაშინ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ჩავარდება და მომდევნო წლისთვის კრემლს ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა ან ვალის გაზრდა მოუწევს.