14 ივნისის ღამეს, დრონებმა “ნევინნომისკ აზოტზე”— რუსეთში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც სტავროპოლის მხარეში, ნევინნომისკის ქალაქში მდებარეობს, თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები და სტავროპოლის გუბერნატორი ვლადიმირ ვლადიმიროვი ავრცელებენ. გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინნომისკის სამრეწველო ზონაში ჩამოცვივდა. მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე სწორედ ქიმიური საწარმო “ნევინნომისკ აზოტი” იყო. თავდაპირველად გუბერნატორმა ერთი დაშავებულის შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერნეტში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც დრონები ნევინნომისკის თავზე დაფრინავენ და აფეთქებების ხმა ისმის — სავარაუდოდ, ქარხნის სიახლოვეს. У Росії безпілотники атакували один із найбільших заводів з виробництва азотних добривhttps://t.co/1TFDT0lsnl pic.twitter.com/cATpgAutJt — Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) June 14, 2025
რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
