რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს მიუსაჯა დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძისთვის დაუსწრებლად სასჯელის გამოსატანად. იგი დამნაშავედ ცნეს მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც “დაქირავებული თანამშრომლის მონაწილეობა გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში”. “გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა და დაქირავებულ მებრძოლად შეუერთდა პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნები და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის რანგში მონაწილეობისთვის გოგუაძე ყოველთვიურად ფულად ჯილდოს იღებდა. გამომძიებლის მოთხოვნით, გოგუაძისთვის დაუსწრებლად შეირჩა აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. ის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. სასამართლომ გოგუაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, — ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯ
