რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ხიდის მშენებლობას იწყებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ხიდის მშენებლობას იწყებს
რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად ხიდის მშენებლობა დაიწყეს. როგორც Reuters წერს, ახალი ხიდი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ სარკინიგზო “მეგობრობის ხიდის” ახლოს აშენდება. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანია მომენტია ორი ქვეყნის ურთიერთობებში. “ამ ხიდის მნიშვნელობა ცდება საინჟინრო ამოცანებს. ეს არის სიმბოლო ჩვენი საერთო მისწრაფებისა გავამყაროთ მეგობრობა და გავზარდოთ თანამშრომლობა”, – თქვა მიშუტინმა.

850 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდის აშენებაზე შეთანხმება ჯერ კიდევ შარშან, ვლადიმერ პუტინის კორეაში ვიზიტის დროს შედგა. მდინარე ტუმენზე გამავალი ხიდის მშენებლობა რუსული მედიის ცნობით, 2026 წელს უნდა დასრულდეს. კრემლის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინის წინააღმდეგ ომშიც იყენებს. Reuters-ის ინფორმაციით, დაახლოებით 600 კორეელი დაიღუპა საომარი მოქმედებების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ 15 ათასამდე კორეელი ჯარისკაცი იბრძოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *