რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოვის რაიონშია, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო განადგურდა. მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები. რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ზიანი მიადგა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონებს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, სკოლა, მეტროსადგური და სხვა ობიექტები მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ
რუსეთმა კიევი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა — დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 19
