რუსეთის ფედერაციის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონე 9.9%-მდე შემცირდა, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული ერთ-ერთი მინიმალური მაჩვენებელია.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა.
ცნობისთვის, წინა შეხვედრაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 21%-დან 20%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომიტეტი მომდევნო შეხვედრაზეც მონეტარულ პოლიტიკას შეამსუბუქებს.
ბოლო პერიოდში რუსეთში ინფლაციის შემცირება ეროვნული ვალუტის, რუბლის გამყარებით არის განპირობებული, რასაც გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს.