რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდა.
სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის 168-ე დღესაც, საავტომობილო გზა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაკეტეს.
აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.