რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის 142-ე დღესაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქცია ასევე მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ წამოვიდნენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.