რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 156-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.