რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
დღეს პროტესტის 189-ე დღეა და აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გამზირის ორ მონაკვეთზე გადაკეტეს: პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრის წინ.
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.