“თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ.-ზე $31-ს შეადგენდა, მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო – კვ.მ.-ზე $25.5-ით.
საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ. – $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ. – $33.2) გამზირებზეა. ბათუმში გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ.-ზე $29.4-ს შეადგენს.
ამასთან, თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება.