როგორც BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ორი ტელევიზიის ძირითადი საგადასახადო დავალიანება 41,966,130.19 ლარია.
კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 25 070 949.47 ლარის საბიუჯეტო დავალიანება უფიქსირდება, ხოლო შპს „ტელეიმედს“ – 16 895 180.72 ლარი.
თითქმის თანაბარი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ (9 185 380.65 ლარი) და შპს “მთავარი არხს” (9 308 282.73 ლარი), რომელიც უკვე დაიხურა.
შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალი არ აქვს შპს “პოსტვ”-ს, „ტელეკომპანია კავკასიას“ და შპს „ფორმულას“. საგადასახადო დავალიანება არ აქვს სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“, რომელსაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები წელს 126 მილიონი ლარით აფინანსებენ.
2025 წლის I კვარტალში ტელევიზიების შემოსავლები 5.7%-ით გაიზარდა – ვინ, რა შემოსავალი მიიღო?
კომპანიები, რომლებსაც ტელევიზიებში ყველაზე მეტი რეკლამა მიაქვთ