რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში 9 აპრილის ტრაგედიიდან 36-ე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 34-ე წლისთავი აღნიშნეს.
საქართველოს დროშის ფერებით განათდა და სიმბოლურად ცოცხალი ტიტებით მოირთო დამოუკიდებლობის სკვერში არსებული 9 აპრილის მემორიალი. მემორიალთან, რუსთავის მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების„ წევრები და პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთაველ სტუდენტებთან ერთად მივიდნენ.
რუსთაველებმა 1989 წლის აპრილის მოვლენები გაიხსენეს პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.