როგორც ირკვევა 2024 წელი კომპანიამ თითქმის $13-მილიარდიანი ზარალით დახურა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი ბაზარზე არსებული ვითარება არ შეიცვლება და კომპანია ასეთი ტრაექტორიით გააგრძელებს განვითარებას, 2035 წლისთვის ზარალის საერთო მოცულობა $179 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში კომპანიას გაკოტრების გამოცხადება და საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.
როგორც ცნობილია, Gazprom-ის ხელმძღვანელობა ამჟამად რესტრუქტურიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც სამუშაო ძალის შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას და წაგებიანი მიმართულებების დახურვას მოიაზრებს. ამჟამად კომპანია 500,000 თანამშრომელს ასაქმებს და ის რუსეთისთვის სისტემური მნიშვნელობისაა, თუმცა თუ მას გადარჩენა სურს, მაშინ ათიათასობით თანამშრომელს Gazprom-ის დატოვება მოუწევს.
ამასთან, კომპანიას შეწყვეტილი აქვს ინვესტორებზე დივიდენდების განაწილება, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანია მოგებაზე ფიზიკურად ვერ გადის.
Gazprom-ის დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებასთან.