საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი.
ლევან დარახველიძე პროფესიით ინჟინერია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. დაიბადა 1970 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისში.
ცნობისთვის, მაისის დასაწყისში გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ bm.ge-ის უწყებაში უთხრეს.
სამინისტროს ცნობით კი, დეპარტამენტს ამ დროისთვის ახალი ხელმძღვანელი არ ჰყავს და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებდა.
გიორგი წერეთელი უწყებაში 2021 წელს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან კი იგი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.