სადაზღვევოებმა უცხოური ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევით 2024 წელს ₾30 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

სადაზღვევოებმა უცხოური ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევით 2024 წელს ₾30 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

“უკვე მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომ დიდი ზრდა არ გვაქვს” – ამის შესახებ bm.ge-სთან საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორი გიორგი ჩაჩუა აცხადებს.

2018 წლის 1 მარტიდან, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევიდან ინდუსტრიამ გასულ წელს 30 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა.

სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ზრდა წლიურად დაზღვევის ამ სახეობიდან 5-10%-ის ფარგლებში იყო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ტრანზიტული მანქანების გადაადგილების რაოდენობიდან გამომდინარე კლებაა. დარგის წარმომადგენლები ელიან, რომ ეს მაჩვენებელი მეორე კვარტალიდან უნდა გაუმჯობესდეს.

“უკვე მივაღწიეთ ისეთ ნიშნულს, სადაც დიდი ზრდა არ გვაქვს. ზრდა დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებშია, თუმცა ფასების ზრდასთან ერთად ჩვენი ზარალიანობაც იზრდება. მომსახურების [ფასებიც] იზრდება, თუმცა პრემიების ნაწილში ჩვენ ვერ ვიზრდებით, რადგან კანონიდან გამომდინარე კონკრეტული ფასებია დადგენილი, რომლის იქით ფასების კორექტირება ჩვენ არ შეგვიძლია.

ჩვენი ზრდის საშუალებაა რაც შეიძლება მეტი სატრანსპორტო საშუალება იყოს ქვეყანაში, მეტი ტურიზმი, მეტი სატვირთო მანქანა, რომ მეტად გავიზარდოთ, რითაც საბოლოო ჯამში სექტორი გაიზრდება, რადგან ჩვენი მთლიანი შემოსავლების ნაწილი სექტორის შემოსავლებზე აისახება”, – აცხადებს გიორგი ჩაჩუა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *