სადაზღვევო კომპანიებმა ვენახების დაზღვევიდან ₾13.4 მილიონის შემოსავალი მიიღეს – სებ

სადაზღვევო კომპანიებმა ვენახების დაზღვევიდან ₾13.4 მილიონის შემოსავალი მიიღეს – სებ

გასულ წელს ვენახების დაზღვევიდან სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული ფულადი სახსრები (პრემია) გაიზარდა და 13.4 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ სებ-ის მიერ ჩატარებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, გასულ წელს ვენახების დაზღვევიდან მიღებული შემოსავალი რეკორდული იყო.

2023 წელს სახელმწიფოს დაფინანსების წილი 50%-დან 70%-მდე გაიზარდა.

გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა 2.4 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურეს, საიდანაც უდიდესი წილი, 74% წითელი ვაზის ჯიშზე მოდის. 2023 წელს ანაზღაურებული ზარალი კი ბევრად მეტი იყო და 11.6 მლნ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მევენახეები ყოველწლიურად მეტ მოსავალს აზღვევენ. გასული წლის მონაცემებით ჯამურად დაზღვეული ვენახების ფართობი 9 463 ჰექტარი ვენახი იყო, რაც მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე – 8 577 ჰექტარზე.

ამასთან, მზარდია საშუალოდ ერთი ჰექტარი მოსავლის დაზღვევის ღირებულება და გასულ წელს 1 419 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2023 წელს 1 218 ლარს შეადგენდა. შედარებით მაღალია წითელი ვაზის დაზღვევის ღირებულება და 2024 წელს 1 ჰექტარზე საშუალოდ 1 745 ლარს უტოლდებოდა, ხოლო თეთრი ვაზის – 991 ლარს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *