“სადაც არ უნდა იყო, თან იმეორე – ღმერთო მაპატიე ცოდვები ჩემი” – რას წერს ბერი ნიკოლოზის მრევლი

“სადაც არ უნდა იყო, თან იმეორე – ღმერთო მაპატიე ცოდვები ჩემი” – რას წერს ბერი ნიკოლოზის მრევლი

ბერი ნიკოლოზის მრევლი მის ერთ მოგონებაზე წერს: 

“სადაც არ უნდა იყო, თან იმეორე: -,,ღმერთო მაპატიე ცოდვები ჩემი”- თქვა ბერმა ნოკოლოზმა.

“ერთხელ რესპუბლიკური საავადმყოფოს  მე-4 სართულის პალატაში მამა ნიკოლოზმა მითხრა, როგორ უნდა მელოცა.

დადგა სახით აღმოსავლეთისკენ და დაიწყო. სიტყვებს ამბობდა გარკვევით, ნელა და პირდაპირ ღმერთს მიმართავდა. ლოცვისას გაჩერდა და მითხრა:

„ყურადღებით და დაკვირვებით მოუსმინე ყოველ სიტყვას, დაუფიქრდი, დაუკვირდი…” „მამაო ჩვენო…” (მცირე ხნით დადუმდა) „რომელი ხარ ცათა შინა” (აქაც 2-3 წამი შეყოვნდა) „წმიდა იყავნ სახელი შენი”(აქაც მცირე ხნით დააყოვნა) „მოვედინ სუფევა შენი” (აქაც დააყოვნა რამდენიმე ხნით) და მიმახვედრა, რომ გულისყური და გონება უნდა მიმეპყრო სრულიად სიტყვებისადმი თუ რას ვამბობდი და ვის მივმართავდი.”-წერს ბერი ნიკოლოზის მრევლი. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *