ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ საელჩოდან ერთობლივ პეტიციაზე ხელის მოწერის გამო გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
საუბარია პეტიციაზე, რომელზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელი გაემიჯნა ევროინტეგრაციაზე გასული წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, დღეს კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი. მან ბრიფიგნზე განაცხადა, რომ უწყებაში პოლიტიკურად მოტივირებული რეორგანიზაციის შედეგად კადრების 30-40%-ის გაშვება იგეგმება.
BMG ცდილობს, საკითხზე საგარეო უწყებას დაუკავშირდეს.