საერთოდ არ მაწუხებს ეს სანქციები – გიორგი გაბიტაშვილი

როგორია გენერალური აუდიტორის და პროკურორის არჩევის წესი?
საერთოდ არ მაწუხებს ეს სანქციები სიმართლე რომ გითხრათ – ასე უპასუხა ახალმა გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილი მედიის კითხვას, თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე წუთში.

რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი?

გაბიტაშვილი პლენარულ სესიაზე არჩევის შემდეგ ცდილობდა პარლამენტი მედიასთან კომენტარის გარეშე დაეტოვებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას ლიფტთან ჟურნალისტები დახვდნენ, რამდენიმე წინადადებით უპასუხა.

” უსამართლო გადაწყვეტილებასთან [სანქციებთან] მიმართებაში, არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია”.

რეპორტიორი: თქვენი ოჯახის წევრებიც დაასანქცირეს?

გაბიტაშვილი – არა, არა. მე არ მაწუხებს სანქციები სიმართლე რომ გითხრათ. აბსოლუტურად”- თქვა გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, “ოცნებამ” უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი პოსტზე პოსტზე 2024 წლის 18 ივლისს 6 წლის ვადით დაინიშნა. უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ამ მცირე დროის განმავლობაში ის დაასანქცირეს დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *