საერთო სამუშაო სივრცის პიველი ქართული  აპლიკაცია – Terminal Co-working-ი

საერთო სამუშაო სივრცის პიველი ქართული  აპლიკაცია – Terminal Co-working-ი

ტერმინალმა საერთო სამუშაო სივრცის პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა. Termianl Co-working- ი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამუშაო სივრცის შერჩევით და სარგებლობით.

აპლიკაციით მარტივდება ნებისმიერი პროცედურა, დაწყებული ადგილის ან სერვისის შერჩევით, დასრულებული შეხვედრების ოთახების დაჯავშნით.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლურიც იყო, როგორც ამ ინდუსტრიის პირველ წარმომადგენლებს საქართველოში, ტერმინალს პირველს შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის აპლიკაცია. მიზანი იყო, კიდევ უფრო გაგვემარტივებინა ჩვენთან ურთიერთობა წევრისთვის, დაგვეზოგა მისი დრო და აგვეცილებინა დამატებითი რუტინა“, – აცხადებს ტერმინალის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე.

Terminal Co-working აპლიკაცია ნებისმიერი მსურველისთვის არის, თუმცა მისი ძირითადი მომხმარებლები ტერმინალის წევრები იქნებიან, რომლებსაც აპლიკაციაში საკუთარი პროფილიდან შეეძლებათ სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება:

  • კონტრაქტების განახლება
  • ინვოისების მიღება
  • შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/გაუქმება
  • ახალი მოთხოვნის გამოგზავნა
  • სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება

აპლიკაციით სარგებლობა, ასევე, შეუძლია ნებისმიერს, ვინც ეძებს სამუშაო სივრცეს, ოფისს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს.

სტუმრის სტატუსით მათ შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ფილიალი, სივრცე თუ სერვისი და მარტივად, ტელეფონიდანვე გამოაგზავნოს მოთხოვნა.

აპლიკაცის შექნაზე ტერმინალის უკვე არსებულმა წევრმა, კომპანიას Binary Forge- მა იმუშავა.

,,ჩვენი გუნდისთვის ამგვარი კოლაბორაცია იყო ძალიან საინტერესო, რადგან Terminal პირველი სამუშაო სივრცეა, რომელმაც მსგავსი პროდუქტი შესთავაზა თავის მომხმარებლებს და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად გაიზიარა.

ცხადია, ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა რომ არა ადამიანები და ხედვა რომელმაც გაგვაერთიანა”, – აცხადებს კომპანია Binary Forge- ის თანადამფუძნებელი და დირექტორი გიორგი გველესიანი.

მისი თქმით, Binary Forge-ის მიზანი იყო ტერმინალისთვის ისეთი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა სწრაფად და მარტივად დაეჯავშნათ სამუშაო სივრცე და ამავდროულად თავსებადი იქნებოდა უკვე არსებულ შიდა პლატფორმასთან. დეველოპმენტის ეტაპზე ერთდროულად ვითვალისწინებდით შიდა პლატფორმის ტექნიკურ პროტოკოლსა და მოულოდნელ ფუნქციურ ცვლილებებს, რაც საჭიროებდა სწრაფ რეაგირებასა და მოქნილობას, – აცხადებს გიორგი გველესიანი.

Terminal Co-working აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადმოტვირთოთ – https://onelink.to/6sa4th?&dev=macos&ref=

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *