საზმაუ მონიტორინგის მენეჯერმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა – მიზეზი

საზმაუ მონიტორინგის მენეჯერმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა – მიზეზი
Nino Zautashvili Vaska Ivanov-chikovani სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.

არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა.

ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.

საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი, რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.

სამწუხაროა-თქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა.

შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს”, – წერს თეა კახიანი.

ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუდან გუშინ გაათავისუფლეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *